საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია არის პროფესიული გაერთიანება, რომლის მიზანია ადიქტოლოგიის სფეროს განვითარება და პოპულარიზება საქართველოში. ჩვენი ამოცანებია დამოკიდებულების მეცნიერების სფეროში ადამიანის უფლებებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა, განათლებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბება დამოკიდებულების დარგში, ადვოკატირება და ლობირება დამოკიდებულების დარგში ადამიანის უფლებებზე და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვის მიზნით.
საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია თანამშრომლობს ჩეხეთის ადიქტოლოგთა ასოციაციასთან, რაც ხელს უწყობს პროფესიული თემის ინტეგრირებას ევროპის სამეცნიერო სივრცეში და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.