საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია

Posted on

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტემპუსის პროექტში „ადამიანური რესურსებისა და ექსპერტთა შესაძლებლობების განვითარება ადიქტოლოგიის სფეროში“ (ADDIGE, ვებგვერდი: http://www.addige.eu/). აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების შემუშავება და განათლების ხელშეწყობა.

სასჯელის ალტერნატივები ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულისათვის

პატიმართა პოპულაცია მსოფლიოს მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება, რაც მძიმე ფინანსური ტვირთია სახელმწიფოებისთვის. მეორე მხრივ, განსაკუთრებით ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებაში ხდება იმის გაცნობიერება, რომ პატიმრობის საშუალებით ვერ მიიღწევა დასახული მიზნები (მაგალითად ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბის შემცირება) და მსგავსი მიდგომა ზიანს აყენებს როგორც დამნაშავეებს, ასევე მათ ოჯახებს და, მომავალში, მთელ საზოგადოებას. კვლევები ამტკიცებს, რომ პატიმრობა არათუ ძალიან იშვიათად თამაშობს პოზიტიურ როლს პირის რეაბილიტაციაში, არამედ ახდენს ინდივიდის მეტად კრიმინალიზაციას და უბიძგებს დანაშაულის ხელახალი ჩადენისა და განმეორებითი დაკავების ციკლისკენ, რაც ვერანაირად ვერ უწყობს ხელს ვერც ციხის პოპულაციის შემცირებას და ვერც უსაფრთხო საზოგადოების შენებას.
სრული ტექსტი იხილეთ აქ: alternatives to imprisonment GEO

>>>დააჭირეთ აქ რომ დარეგისტრირდეთ ახალ ტრენინგზე<<<